თავისუფალი გაკვეთილები




  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის № 24 ქართული გიმნაზიში სკოლების საგრანტო დაფინანსების პროგრამის, ,,თავისუფალი გაკვეთილების’’, ფარგლებში განხორციელდა ოთხი პროექტი:
1.      ,,უცხოური ლიტერატურის მკითხველთა კლუბი’’, ხელმძღვანელი ქართული ენის მასწავლებელი მარინა კაციტაძე
2.    ,,  კინო-სკოლაში "  , ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ღვინიანიძე
3.      ,,ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება მოზარდებში"     , ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან ჩანქსელიანი
4.     ,, სკოლა- ბანკი "       , ხელმძღვანელი ისტ-ის   მასწავლებელი ნანა წაქაძე

    ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელება დაიწყო 2017 წლის აპრილის თვეში და გაგრძელდა ამავე წლის ნოემბრის ბოლომდე. პროექტში  ჩართულნი იყვნენ VIII კლასელი მოსწავლეები, რომლებსაც მათთვის შეთავაზებული მეტად საინტერესო აქტივობებით განუვითარდათ არაერთი მნიშვნელოვანი უნარი: ინფორმაციის მოძიებისა და დაკვირვების, პრობლემურ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობისა და ინფორმაციის დიფერენცირების უნარი , რამაც გაზარდა მათი სასწავლო აქტიურობა და მოტივაცია.